© NGPharma.Ge Amazing Slider
 
   
 New Georgia Pharmacy  
   
  
     English    Russian    Georgian    
                 
 
 
 

 
მთავარი გვერდი  |  ჩვენს შესახებ  |  პროდუქცია / მედიკამენტები  |  სიახლეები  |  პარტნიორები  |  ინფორმაცია ექიმებისთვის  |  აქციები  |  კონტაქტი
 

   

<<< პროდუქტების ჩამონათვალზე დაბრუნება

   
   

 

ლაროფენი ლაროფარმი (იბუპრ.) - 200 მგ N:20 ტაბ

 

 

  მწარმოებელი კომპანია

   LAROPHARM

 

  მწარმოებელი ქვეყანა

   რუმინეთი

 

 

  დამტკიცებულია რუმინეთის საკვები ბიორესურსების ინსტიტუტის მიერ

 

 ISO სერთიფიკატები

  ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი სერტიფიცირებულია

 

 

  EU-GMP, ISO 9001, ISO 14001, ISO 22000, ISO 22716

     
     
     

 

  © NGPharma.Ge
 

დეტალური აღწერილობა:

რიგითი ნომერი პროდუქტების ჩამონათვალში: 24

 

 

 

ლაროფენი 200 მგ შემოგარსული ტაბლეტები #10

იბუპროფენი

მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას

ლაროფენი 200მგ შეიცავს იბუპროფენს, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს (აასპ). ეს პრეპარატი გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ანთების და ცხელების შესამცირებლად. ლაროფენი 200 მგ გამოიყენება მსუბუქიდან საშუალო სირთულის ტკივილების სამკურნალოდ: თავის ტკივილი, მათ შორის შაკიკი, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი, კბილის ტკივილი, სახსრების ტკივილი, მენსტრუალური ტკივილები. ასევე გამოიყენება ცხელების დროს, რომელიც ასოცირებულია გაციებასთან ან გრიპთან.

ლაროფენი 200 მგ გამოიყენება სიფრთხილით: - მედიკამენტებთან, რომლებიც ამცირებენ სისხლის შეკოლტებას (მაგ., ვარფარინი); - სხვა არსტერპოდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავა. - დიურეზულები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას (მაგ., ფუროსემიდი). - მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენებიან სისხლის მაღალი წნევის სამკურნალოდ. - ლითიუმის (დეპრესიის სამკურნალო საშუალება). - მეთოტრექსატი (გამოიყენება რევმატოიდური პოლიართრიტის, კიბოს დროს) - ციკლოსპორინი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დათრგუნვისას) - ტრიმეთოპრიმი (ინფექციის სამკურნალო საშუალება).

დოზირება:

უფროსები და ბავშვები 12 წლის ზემოთ:
ლაროფენი 200მგ ერთ შემოგარსული ტაბლეტი მიიღება 4-6 სთ ინტერვალით. თუ არ მოხდება ტკივილის ან ცხელების გაქრობა შესაძლებელია მიიღოთ ლაროფენი 200მგ-ის 2 შემოგარსული ტაბლეტი, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოთ ლაროფენი 200 მგ -ის 6 შემოგარსულ ტაბლეტს 24 სთ-ში. ლაროფენი 200 მგ შემოგარსული ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით, უმჯობესია კვების შემდეგ.

12 წლამდე ასაკის ბავშვები ლაროფენი 200მგ არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ხანდაზმული პაციენტები დოზირების შემცირება არ არის საჭირო, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა. ამ დარღვევების არსებობისას ექიმი განსაზღვრავს დოზირებას ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.

გაიცემა ურეცეპტოდ

 
 
 
 
 

<<< პროდუქტების ჩამონათვალზე დაბრუნება

 
 

 

   
 

 
 
       
 საავტორო უფლება © NGPharma.Ge
       
 
 

 
მთავარი გვერდი  |  ჩვენს შესახებ  |  პროდუქცია / მედიკამენტები  |  სიახლეები  |  პარტნიორები  |  ინფორმაცია ექიმებისთვის  |  აქციები  |  საკონტაქტო ინფორმაცია
 
საავტორო უფლება © 2017 NGPharma.Ge შესაბამისად ყველა უფლება დაცულია ©
ჩვენს უწყვეტ ჰოსტინგსა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია ProGloNet.Com © 2017