© NGPharma.Ge Amazing Slider
 
   
 New Georgia Pharmacy  
   
  
     English    Russian    Georgian    
                 
 
 
 

 
მთავარი გვერდი  |  ჩვენს შესახებ  |  პროდუქცია / მედიკამენტები  |  სიახლეები  |  პარტნიორები  |  ინფორმაცია ექიმებისთვის  |  აქციები  |  კონტაქტი
 

   

<<< პროდუქტების ჩამონათვალზე დაბრუნება

   
   

 

ასპიმაქსი კარდიო ლაროფარმი - 100 მგ ტაბ N:40

 

 

  მწარმოებელი კომპანია

   LAROPHARM

 

  მწარმოებელი ქვეყანა

   რუმინეთი

 

 

  დამტკიცებულია რუმინეთის საკვები ბიორესურსების ინსტიტუტის მიერ

 

 ISO სერთიფიკატები

  ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი სერტიფიცირებულია

 

 

  EU-GMP, ISO 9001, ISO 14001, ISO 22000, ISO 22716

     
     
     

 

  © NGPharma.Ge
 

დეტალური აღწერილობა:

რიგითი ნომერი პროდუქტების ჩამონათვალში: 3

 

 

 

ასპიმაქსი კარდიო 100 მგ

გასტრო რეზისტენტული ტაბლეტები

აქტიური ნივთიერება არის აცეტილსალიცილის მჟავა. თითოეული გასტრო რეზისტენტული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ-იან აცეტილსალიცილის მჟავას. სხვა ინგრედიენტები: ტაბლეტის შიგთავსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მშრალი სპრეი, მიკროკრისტალინის ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლუკოლატი, ტალკი, კოლოიდური სილიკონ დიოქსიდი, სტეარილის მჟავა, ტაბლეტის გარსი: ინსტაქოატ ალტიმეიტი IC-AL-20001 თეთრი, ინსტაქოატ EN სუპერ II A 33 R 00005 თეთრი.
ასპიმაქს კარდიო 100მგ ახდენს სისხლის პლატელეტების (თრომბოციტების) წებვადობისა და აგრეგაციის ინჰიბაციას და ამით ხელს უშლის სისხლის კოლტების (თრომბის) განვითარებას (პლატელეტის აგრეგაციის ინჰიბაციას).

დოზირება: არასტაბილური გულმკერდის ტკივილი, განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისათვის, რაც მოსდევს ოპერაციებს ან სხვა ჩარევებს არტერიულ სისხლძარღვებში, გარდამავალი იშემიური შეტევების (TIA) ან ცერებრალური ინფარქტის პროფილაქტიკისათვის რეკომენდირებულია ერთი ასპიმაქს კარდიო 100 მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტის ყოველდღიური დოზა (ყოველდღიურად 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავის ექვივალენტი). მწვავე მიუკარდიუმის ინფარქტისათვის რეკომენდირებულია სამი ასპიმაქს კარდიო 100 მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტების ყოველდღიური დოზა (ყოველდღიურად 300 მგ აცეტილსალიცილის მჟავის ექვივალენტი). ვენური თრომბოზის და პულმონარული ემობოლიის პროფილაქტიკისათვის რეკომენდირებულია ერთი ასპიმაქს კარდიო 100მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტის ყოველდღიური დოზა (ყოველდღიურად 100 მგ აცეტილსალიცილის მჟავის ექვივალენტი). კორონალური სისხლძარღვების თრომბოზის

პროფილაქტიკისათვის პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მრავლობითი რისკ-ფაქტორები რეკომენდირებულია 1-2 ასპიმაქს კარდიო 100მგ გასტრო-რეზისტენტული ტაბლეტების ყოველდღიური დოზა (ყოველდღიურად 100-200 მგ აცეტილსალიცილის მჟავის ექვივალენტი). გასტრო რეზისტენტული ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად (მაგალითად ერთი ჭიქა წყალი), სასურველია ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 100 მგ-იანი ასპიმაქს კარდიოთი მკურნალობა განსაზღვრულია გრძელი ვადით. თქვენმა ექიმმა უნდა განსაზღვროს მკურნალობის ხანგრძლივობა. თუ იმაზე მეტი 100 მგ-იანი ასპიმაქს კარდიო მიიღეთ, ვიდრე უნდა მიგეღოთ თავბრუსხვევა და ხმაური ყურებში, განსაკუთრებით კი ბავშვებსა და მოზრდილებში შესაძლოა მიანიშნებდეს სერიოზულ ინტოქსიკაციაზე.

გთხოვთ უთხრათ თქვენს ექიმს თუ ეჭვობთ, რომ მიიღეთ 100 მგ-იანი ასპიმაქს კარდიოს ჭარბი დოზა. თქვენი ექიმი გადაწყვეტს თუ რა ზომები უნდა მიიღოთ, რაც დამოკიდებული იქნება დოზის / ინტოქსიკაციის სიმწვავეზე. თუ დაგავიწყდათ 100 მგ-იანი ასპიმაქს კარდიოს მიღება თუ დაგავიწყდათ 100 მგ-იანი ასპიმაქს კარდიოს მიღება ან მიიღეთ ძალზე მცირე დოზა, მიიღეთ შემდეგი დოზა როგორც კი გაგახსენდებათ და ჩვეულებისამებრ განაგრძეთ მიღება. არ მიიღოთ ორმაგი დოზა იმისათვის, რომ შეავსოთ დავიწყებული ტაბლეტი. თუ შეწყვეტთ 100 მგ-იანი ასპიმაქს კარდიოს მიღებას არ შეწყვიტოთ მკურნალობა 100 მგ-იანი ასპიმაქს კარდიოთი ექიმის რჩევის გარეშე. თუ გაგიჩნდებათ რაიმე შეკითხვები მედიკამენტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 
 
 
 
 

<<< პროდუქტების ჩამონათვალზე დაბრუნება

 
 

 

   
 

 
 
       
 საავტორო უფლება © NGPharma.Ge
       
 
 

 
მთავარი გვერდი  |  ჩვენს შესახებ  |  პროდუქცია / მედიკამენტები  |  სიახლეები  |  პარტნიორები  |  ინფორმაცია ექიმებისთვის  |  აქციები  |  საკონტაქტო ინფორმაცია
 
საავტორო უფლება © 2017 NGPharma.Ge შესაბამისად ყველა უფლება დაცულია ©
ჩვენს უწყვეტ ჰოსტინგსა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია ProGloNet.Com © 2017