© NGPharma.Ge Amazing Slider
 
   
 New Georgia Pharmacy  
   
  
     English    Russian    Georgian    
                 
 
 
 

 
მთავარი გვერდი  |  ჩვენს შესახებ  |  პროდუქცია / მედიკამენტები  |  სიახლეები  |  პარტნიორები  |  ინფორმაცია ექიმებისთვის  |  აქციები  |  კონტაქტი
 

   

<<< პროდუქტების ჩამონათვალზე დაბრუნება

   
   

 

ბეტადინი გარგლე 1% - 240 მლ. ფლ (ორალ. სავლ.)

 

 

  მწარმოებელი კომპანია:

   LAVIPHARM

 

  მწარმოებელი ქვეყანა:

   საბერძნეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  © NGPharma.Ge
 

დეტალური აღწერილობა:

რიგითი ნომერი პროდუქტების ჩამონათვალში: 6

 

 

 

ბეტადინი 1% პირის ღრუსა და ყელის სავლები 240 მლ

Betadine® 1% gargle and mouth wash 240 ml

შემადგენლობა:
Povidone Iodine - მოქმედი ნივთიერება.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, ნატრი-საქარინატი, ეთანოლი, მეთილსალიცილატი, მენთოლი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.

მოქმედების მექანიზმი: BETADINE პირის ღრუსა და ყელის სავლები შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, რომელიც წარმოადგენს იოდის ნაერთს პოლივინილოპიროლიდონთან. გამოთავისუფლებული იოდი ბაქტერიოციდულად მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე, ასევე სოკოვანი დაავადებების გამომწვევებზე.

ჩვენება:
- პირის ღრუს ინფექციურ-მიკოზური ეტიოლოგიის ანთებითი დაავადებები: გინგივიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, ტონზილიტი, სტომატიტი, პარადონტოზი
- სტომატოლოგიური და პირის ღრუს პრე და პოსტ-ოპერაციული პერიოდი

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლიდან პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად დღეში 4-ჯერ;
გამოიყენება განუზავებელი ან თანაბარი რაოდენობა თბილი წყლით გაზავებული. დაახლოებით 10 მლ ხსნარის გამოვლება ხდება 30 წამის განმავლობაში გადაყლაპვის გარეშე;

დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით ექიმის დანიშნულების მიხედვით, მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს 14 დღის განმავლობაში

უკუჩვენება:
იოდის მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა. პრეპარატის რეგულარული გამოყენება უკუჩვენებია პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებით. ბეტადინის პირის ღრუსა და ყელის სავლები არ გამოიყენება კბილების ჰიპერესთენზიის შემთხვევაში, 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატის გამოყენების დროს იოდის შეწოვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებზე. პოვიდონ იოდინის გადასვლამ სისხლში შესაძლოა აჩვენოს მცდარი შედეგები სისხლის, შარდისა და განავლის ლაბორატორიული გამოკვლევისას.

ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა. შესაძლებელია ადგილი ქონდეს რკინის გემოს შეგრძნებას, ჭარბნეწყვიანობას, წვას და ტკივილს ყელსა და პირის ღრუში, თვალების სიწითლეს და შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას ჰაერის უკმარისობის შეგრძნების მიზეზით, კანის მხრივ რექციებს, დიარეას. შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერნატრიემია და თირკმელების მდგომარეობის გართულება.

პრეპარატის დიდი ოდენობით განზრახ ან უნებლიედ გადაყლაპვის შემთხვევაში საჭიროა მეთვალყურეობა და სიმპტომატური მკურნალობა. აგრეთვე აუცილებელია რძის, ან მცენარეული ზეთის, ან სახამებლის ხსნარის პერორალურად მიღება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ელექტროლიტების თანაბრობას, თირკმელების მდგომარეობას და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.

განსაკუთრებული მითითებები:
თავი უნდა აარიდოთ პრეპარატის ხშირ გამოყენებას, ვინაიდან ხარნგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს იოდის აბსორბაცია. პოვიდონ იოდინი არ გამოიყენება 14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. პრეპარატის ხშირ გამოყენებას თავი უნდა აარიდონ იმ პაციენტებმა, რომელნიც იმავდროულად იტარებენ ლითიო თერაპიას.

შენახვის პირობები:
გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +25 C- მდე ტემპერატურის პირობებში.

გაცემის წესი:
III ჯგუფი, გაიცემა ურეცეპტოდ.

 
 
 
 
 

<<< პროდუქტების ჩამონათვალზე დაბრუნება

 
 

 

   
 

 
 
       
 საავტორო უფლება © NGPharma.Ge
       
 
 

 
მთავარი გვერდი  |  ჩვენს შესახებ  |  პროდუქცია / მედიკამენტები  |  სიახლეები  |  პარტნიორები  |  ინფორმაცია ექიმებისთვის  |  აქციები  |  საკონტაქტო ინფორმაცია
 
საავტორო უფლება © 2017 NGPharma.Ge შესაბამისად ყველა უფლება დაცულია ©
ჩვენს უწყვეტ ჰოსტინგსა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს კომპანია ProGloNet.Com © 2017