შპს "ნიუ ჯორჯია-555" - დაარსდა 2010 წელს როგორც ადამიანისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტიორი და დისტრიბუტორი. ჩვენ გთავაზობთ ფარმაცევტული პროდუქტის, პარალელური იმპორტის, სახვევების, არარეცეპტურული პრეპარატებისა და ა.შ. ფართო არჩევანს. სარეგულაციო და იმპორტ/ექსპორტის გაიდლაინების სიღრმისეული ცოდნა საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის იმპორტი და რეგისტრაცია დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში. ჩვენ, როგორც რეგისტრირებული საბითუმო მოვაჭრე, 500-ზე მეტ აფთიაქს, მათ შორის 15 საბითუმო მოვაჭრეს, საქართველოს მასშტაბით ვაწვდით ყველა ტიპის ბრენდირებურ ფარმაცევტულ პროდუქტს. ჩვენს არსენალში არის 9 სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლებიც მუშაობენ ყოველ დღე კვირის გარდა და უკავშირდებიან და ამარაგებენ საქართველოში მდებარე სხვადასხვა პუნქტს პირველივე მოთხოვნისთანავე. პერსონალი დაკომპლექტებულია 42 ადამინისგან. ჩვენ ვპარტნიორობთ 20 კლინიკასთან. ჩვენი სარეკლამო განყოფილება შედგება 19 პროფესიონალისგან, რომლებიც მუშაობენ მედიცინის სხვადასხვა დარგში მოღვაწე თითქმის 200 ექიმთან. ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას პირველი ხელიდან შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: • იმპორტიორები, იმპორტირებული პროდუქტები და რაოდენობები; • არის თუ არა პროდუქტი ლიცენზირებული (რეგისტრირებული) საქართველოს ბაზარზე გასატანად; • კონკურენტული ფასები; • ჩვენი ბაზრის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნები. ჩვენი პორტფელი შედგება მსოფლიოში ცნობილი 3000-სზე მეტი ფარმაცევტული ბრენდისგან. ჩვენ ვართ MSD–ის (ემ-ეს-დი), Berlin Chemie–ის (ბერლინ ხემი), Worwag–ის (ვვორვაგი), Heel–ის (ჰილი), Laropharm–ის (ლაროფარმი), Irbitskiy–ის (ირბიცკი), Unipharm-ის (უნიფარმი) Borshagov–ის (ბორშაგოვი), Polpharm–ის (პოლფარმი), Sopharma–ს (სოფარმა) წარმომადგენელი. ჩვენ მომწოდებლები გვყავს რუმინეთიდან, პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან, საბერძნეთიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, უნგრეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან. |